|
დასახელება:
ხარისხის მონაცემების შემგროვებელი
|
| მომწოდებელი:
მზის პანელების საწარმო
|
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
მზის პანელების საწარმო ეძებს ხარისხის მონაცემების შემგროვებელს. ეს პოზიცია გადამწყვეტია იმისთვის, რომ ჩვენმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები ეფექტურობისა და საიმედოობის თვალსაზრისით.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცემების შეგროვება: მზის პანელების წარმოების სხვადასხვა ეტაპზე (მათ შორის, ნედლეულის შემოწმება, აწყობა და საბოლოო ტესტირება) ხარისხის მაჩვენებლების ზუსტი და სისტემატური შეგროვება.
** დეფექტების იდენტიფიცირება: წარმოების პროცესში არსებული ხარვეზების ან/და არასტანდარტული პროდუქტების დროული აღმოჩენა და მათი დაფიქსირება.
** დოკუმენტაცია: შეგროვებული მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეტანა, ორგანიზება და შესაბამისი რეპორტების მომზადება.
** სტანდარტების დაცვა: მზის პანელების ხარისხის სტანდარტების და კომპანიის შიდა პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა.
** კომუნიკაცია: ინფორმაციის მიწოდება ხარისხის მართვის მენეჯერისთვის და საწარმოს ჯგუფისთვის გამოვლენილი პრობლემების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული უნარები: MS Office პროგრამების ფლობა.
** ენა: ქართული ენის თავისუფლად ფლობა. ინგლისური ენის ფლობა B1.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: sgelashvili.gsolar@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ხარისხის მონაცემების შემგროვებელი".
|
|
|
|