Робота для біженців з України
მიმტანი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Best Western Gudauri
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სასტუმრო "ბესტ ვესტერნ გუდაური" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

"ბესთ ვესთერნ გუდაური" არის ერთადერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო სამთო-სათხილამურო კურორტზე დაბა გუდაურში.

სამუშაო გრაფიკი: 26 დღე თვეში
სამუშაო ადგილი: გუდაური, რესტორანი "პასკი"
საჭირო თანამშრომლის რაოდენობა: 2

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** მომსახურებისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა

ძირითადი ფუნქციები:

** მენიუს შეთავაზება
** მენიუში არსებული კერძების დასახელების, შემადგლენლობის და მომზადების წესის ცოდნა
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა/ალაგება
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** აქტიური
** ორგანიზებული
** სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სისწრაფე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@bestwesterngudauri.com

წარმატებას გისურვებთ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე