Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684396&print=yes&view=jobs
 
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"მირა" — 21 წლის გამოცდილების მქონე წამყვანი კომპანია გათბობის, ელექტრობისა და გენერატორების მიმართულებით. ჩვენი მისიაა მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, პროფესიონალური მომსახურება და კონკურენტუნარიანი ფასები. "მირა" წარმატებით ოპერირებს როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარზე და ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. 21-წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ სანდო გადაწყვეტილებები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკა და მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებაზე.

ვაცხადებთ ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** გრძელვადიანი კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
** სტრატეგიული მიზნების შესაბამისად გაყიდვებისა და მომგებიანობის მიზნობრივი მაჩვენებლების დადგენა, მიღწევის უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** გაყიდვების მარკეტინგული სტიმულირების გეგმების შემუშავება;
** სახელმწიფო თუ კერძო ტენდერებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი პროექტების/პროდუქტების ინიციირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
** გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასწარმოქმნაში ჩართულობა;
** კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენა;
** დაქვემდებარებული სამსახურების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომელთა მოტივირებისთვის, კომერციული დეპარტამენტის მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირება და პრაქტიკაში დანერგვა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;
** პერიოდული რეპორტინგი.

გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** ანაზღაურება: 6, 500₾
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი წერეთლის 126

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@mira.ge (სათაურში მიუთითეთ "კომერციული დირექტორი")

გაგვიცანი უფრო ახლოს: www.mira.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია