Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684377&print=yes&view=jobs
 
ყვავილების მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყვავილების მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: LovelyRoses.ge
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"ლავლი როუზის" აცხადებს ვაკანსიას ყვავილების მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

"ლავლი როუზის" ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ყვავილებსა და ფლორისტიკულ სერვისებს სთავაზობს.

ჩვენთან, მენეჯერის როლში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განივითაროთ ბიზნეს უნარები, იმუშაოთ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოსა და ყვავილების გარემოცვაში.

განვიხილავთ გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება (მულტითასქინგი) და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. სასურველია ინგლისურ ენაში B2 და რუსულ ენაში A2 დონე მაინც.

ჩვენი მაღაზია მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
გრაფიკი: კვირაში 3-5 დღე, 09.00-17.00 ან 16:00-00:00 (თუმცა საწყის ეტაპზე, რამდენიმეკვირიანი სწავლების პერიოდში, კანდიდატს მეტწილად დილის ცვლებში უნდა ეცალოს)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზაქარია ფალიაშვილის 38.

მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელ-ფოსტითა და სხვა არხებით.
** შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის - გასამზადებლად და კურიერისთვის - მისატანად.
** შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში
** ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ხელფასი:

ცვლაზე 60 ლარი (ხელზე ასაღები ოდენობა). თვიური ანაზღაურება იანგარიშება თვეში ნამუშევარი ცვლების ოდენობის შესაბამისად. 20 ცვლის (კვირაში 5 ცვლა) შემთხვევაში - 1200 ლარი.

ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, თქვენ ეთანხმებით შპს "ლავლი როუზისთვის" თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მისი დასაქმების მიზნებისათვის დასამუშავებლად: https://forms.gle/eS7KiBi9sJW4Txm49
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია