Робота для біженців з України
დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat) - აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით;
** რეგიონში დაქვემდებარებული გუნდის ეფექტური მართვა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** დასავლეთ საქართველოს გაყიდვების დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი;
** ყოველთვიური გეგმების გადანაწილება, შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანალიზის წარმოება;
** დებიტორული დავალიანებების მართვა და რისკების კონტროლი;
** სარეალიზაციო ქსელის გაფართოების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების მომზადება და განხორციელების კონტროლი;
** სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია, ოპერატიული საკითხების მართვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში და მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** გაყიდვების პროცესების, დისტრიბუციის, სავაჭრო ქსელებთან მუშაობისა და ძირითადი KPI-ების საფუძვლიანი ცოდნა;
** MS Office პროგრამების გამართული და მაღალ დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია);
** რეგიონში გადაადგილების უნარი და მზადყოფნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 დეკემბერი.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე