Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684327&print=yes&view=jobs
 
შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შოურუმის გაყიდვების მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N70
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია "ტრანსპორტერი" — მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.

"ტრანსპორტერი"

BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში შემოსული კლიენტების პროფესიული კონსულტირება, პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვა;
** გაყიდვის პროცესის მართვა - კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, კლიენტის ინსტრუქტაჟი ტექნიკის გამოყენებაზე;
** შოურუმის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, კომპანიის მიმართ ლოიალობაზე და გაყიდვებზე ორიენტირებული ურთიერთობების მართვა.
** კონკურენტების ანალიზი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება პრემიუმ სეგმენტში, ავტო/მოტო ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილებას).
** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების წარმართვის უნარები.
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** MS Excel, MS Powerpoint-ისა და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.

რას გთავაზობთ "ტრანსპორტერი":

** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, გამოცდილ და ამბიციურ გუნდთან ერთად, სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** ინოვაციურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდებთან და გუნდებთან მუშაობის უნიკალური შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე არაუგვიანეს 2025
წლის 13 დეკემბრისა


გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tVyIPqBc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია