Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684325&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
** შემოსული კორესპონდენციის გადამისამართება/დაარქივება;
** ოფისის თანამშრომლების ადმინისტრაციული კუთხით ასისტირება;
** ვიზიტორთა და სტუმართა მიღება და მათი ნაკადების მართვა;
** ოფისის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 7 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ოფისის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია