Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684299&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებთან კორესპონდენციის წარმოებასა და საერთაშორისო შეთანხმებების/მემორანდუმების მომზადებაში მონაწილეობა;
** Erasmus+ და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში განაცხადების მიღება, დამუშავება და მონაცემთა ბაზის სისტემატური წარმოება;
** სტუდენტებისა და თანამშრომლების კონსულტირება და ინფორმირება გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიებისა და საერთაშორისო აქტივობების შესახებ;
** უცხოელი სტუმრების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიღებისა და ადაპტაციის პროცესის ასისტირება;
** საერთაშორისო ღონისძიებების, შეხვედრებისა და საორიენტაციო პროგრამების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
** საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა);
** ინტერკულტურული გამოცდილება (მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, საზღვარგარეთ სწავლის/მუშაობის გამოცდილება, ინტერნაციონალურ გარემოში მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების კონტექსტში რელევანტური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პროფესიონალური და ეთიკური პრინციპების დაცვა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 03 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია