Робота для біженців з України
ოპერაციებისა და მონაცემთა ბაზის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციებისა და მონაცემთა ბაზის მენეჯერი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"New Life Holding" 2008 წელს დაარსდა საქართველოში და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე. "New Life Holding" უკვე დაეხმარა 11 000-ზე მეტ წყვილს მშობლის როლის მიღებაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პერსონალს, რომლებიც ზრუნავენ თითოეული ოჯახის წარმატებაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** Fitpass-თან პარტნიორობას;
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას;
** რეალურ შესაძლებლობას კარიერული განვითარებისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ.;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 17:30 სთ ან 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება გამოცდილების მიხედვით);

ორგანიზაციის მუდმივი ზრდისა და განვითარებიდან გამომდინარე, ვეძებთ გამოცდილ ტალანტს ოპერაციებისა და მონაცემთა ბაზის მენეჯერის (Operations &Database Manager) პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

საოპერაციო ნაწილი:

** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა შესაბამის მიმართულებებში: SM/ED რეკრუტინგი, სამედიცინო, ორსულობისა და ორსულობის შემდგომი;
** ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა უზრუნველყოფა და კოორდინირება;
** პროცესების სტანდარტიზაცია და გაუმჯობესება ხარისხის, დროისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით;
** რისკების იდენტიფიცირება და მათი მინიმალიზაციისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა;
** გუნდის მართვა, მათი მოტივირება და მენტორინგი;
** გუნდის წევრების KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
** ყოველთვიური რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან.

მონაცემთა ბაზის მართვის ნაწილი:

** ინტრანეტის პროგრამაში შეყვანილი მონაცემების სისწორის მონიტორინგი;
** ინტრანეტის პროგრამის სხვადასხვა მოდულების დანერგვა და თანამშრომელთა სწავლება ამ მიმართულებით;
** მონაცემთა ბაზების ინფორმაციების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი გუნდის წევრებთან, შესაბამისი უკუკავშირების შემუშავება და გაზიარება პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე საოპერაციო მენეჯერის ან/და მონაცემთა ბაზის მართვის მიმართულებით;
** ანალიტიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** გუნდის მართვისა და მოტივირების უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@newlifegeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"New Life Holding" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე