Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684237&print=yes&view=jobs
 
HR სპეციალისტი - დეკრეტული შვებულების შემცვლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი - დეკრეტული შვებულების შემცვლელი
მომწოდებელი: კოლორპაკი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"კოლორ ჯგუფი "- არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.
გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად !

"კოლორ პაკი" გეძებს შენ HR სპეციალისტის პოზიციაზე (დეკრეტული შვებულების შემცვლელი-6 თვე):

ძირითადი მოვალეობები:

** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
** შრომითი ხელშეკრულებებისა და მასთან თანდართული დოკუმენტაციის მომზადება/ შენახვა /განახლება;
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების მართვა - კონტროლი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია უმაღლესი განათლება.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებაზე 50%-იანი ფასდაკლებას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას და ფავორიტისა პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 - 19:00 / 09:00 - 18:00 საათი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის #3
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@colorgroup.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია