|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
Montisio
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
ბუტიკ-სასტუმრო "Montisio" კომპლექს "ახალ გუდაურში" აცხადებს მზარეულის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: მზარეული
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანაზღაურება: 2000 ლარი
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** პროდუქტების მარაგის კონტროლი;
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტების გამზადება;
** არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება კერძების მომზადებამდე;
** მომზადებული კერძების ხარისხის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
სხვა მოთხოვნები:
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის უნარის მქონე, ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამზარეულოში მუშაობის სტანდარტების ცოდნა;
** იტალიურ სამზარეულოსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
დამატებითი ინფორმაცია:
კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hotelmontisio@gmail.com
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|