|
დასახელება:
Angular Front-End დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
ტერაბანკში Angular Front-End დეველოპერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
** მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება Angular-ში
** Angular 14+ გამოცდილება
** TypeScript-ის გამართული ცოდნა
** RxJS-ის კარგი ცოდნა (Operators, Higher-Order Streams)
** REST API ინტეგრაციების გამოცდილება
** Responsive UI გამოცდილება (Material, Tailwind ან სხვა UI libs)
** Git მუშაობის სტანდარტების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენი მოვალეობა იქნება:
** Angular 16-17+ გარემოში Loan Application UI მოდულების განვითარება
** Standalone Components / Signals არქიტექტურის გამოყენება
** რთული UI ფლოუების აწყობა (Wizard-ები, Dynamic form-ები, Validation Rules)
** Reusable UI კომპონენტების შექმნა და დიზაინის სისტემასთან ინტეგრაცია
** REST API-ებთან მუშაობა და გამართულად ინტეგრირებული ფლოუების შექმნა
** State Management (NgRx, NGXS, Akita ან Signals-based pattern)
** კოდის ხარისხის შენარჩუნება (linting, unit tests, best practices)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | Angular Front-End Developer.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 8 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|