Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684126&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, ბათუმი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ინვივო ფარმა
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
შპს "ინვივო ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში, რუსთავში და ბათუმში.

"ინვივო ფარმა" 2016 წლიდან ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ქალთა ჯანმრთელობა და გინეკოლოგია.

"ინვივო ფარმა" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ მშვიდ სამუშაო გარემოში, ახალგაზრდა და დინამიკურ გუნდში, სადაც მუდმივად ზრუნავენ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე.
"ინვივო ფარმა" გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას და ეფექტურ ბონუსურ სისტემას.

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 სთ-მდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში და ფარმაცევტებთან;
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა.

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება: მედიცინის, ან ფარმაცევტული ფაკულტეტი;
** ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** თავდაჯერებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@invivo-pharma.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება!).

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებები!

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 დეკემბერი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია