Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო გადაზიდვები
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
შპს "საერთაშორისო გადაზიდვები" ეძებს ლოჯისტიკის მენეჯერს!

პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 2000 ლარი
** მზარდი საბონუსე სისტემა: 5%-დან 10%-მდე (საშუალო ჯამური შემოსავალი 2500-5000 ლარი)
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** მეგობრული და მოტივირებული გუნდი

კომპანია ეძებს გამოცდილ ლოჯისტს, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში შემდეგი მიმართულებით:

** ევროპა - ნაკრები და სრული ტვირთები
** დსთ ქვეყნები - სრული მანქანებით გადაზიდვა
** თურქეთი - სრული და ნაკრები ტვირთების მიმართულებით
** საკონტეინერო გადაზიდვები - მსოფლიოს მასშტაბით
** ჩინეთი - ნაკრები და სრული ტვირთები (სახმელეთო და საკონტეინერო გზებით)

რას მოველით შენგან?

** ლოჯისტიკური პროცესების მართვის უნარი
** პარტნიორებთან და კლიენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

თუ მზად ხარ ამ გამოწვევისთვის, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე: tinatin@intership.ge | lekso@intership.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე