Робота для біженців з України
1C ERP სისტემის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ERP სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორის საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში 1C ERP სისტემის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სააღრიცხვო სისტემის მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა. თანამშრომლებისგან მიღებული დავალებების გაანალიზება და ტექნიკური დავალების სახით ჩამოყალიბება. მოთხოვნის შესაბამისად მიღებული/შესრულებული დავალებების ჩაბარება/ტესტირება
** კომპანიის სააღრიცხვო პროგრამის სრულყოფილი შესწავლა და ცოდნის გავრცელება თანამშრომლებში
** 1C პროგრამის სრული ტექნიკური გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** პროგრამის მომხმარებლების ადმინისტრირება
** საჭიროების მიხედვით პროგრამაში სხვადასხვა რეგლამენტირებული დავალებების შესრულება
** სააღრიცხვო პროგრამაში პრობლემების იდენტიფიცირება
** ახალი თანამშრომლებისთვის პროგრამაში შესაბამისი პოზიციის მიხედვით მოდულის აწყობა/კონფიგურაცია, პოზიციის შესაბამისი რეპორტების შექმნა
** სავაჭრო აგენტების მობილური მოწყობილობების ადმინისტრირება, "AGENT+"-ის გაცვლის პროცესის მონიტორინგი
** თვის დახურვისთვის საჭირო ტექნიკური ოპერაციების შესრულება და აკრძალვის თარიღების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია 1C ERP პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

სხვა უნარები:

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად - შეთანხმებით
** ჯანმრთელობის დაზღვევა

აინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - 1C ERP სისტემის ადმინისტრატორი

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე