|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
|
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის მძღოლის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული ზოგადი განათლება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მძღოლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქ. თბილისის ქუჩებისა და ქვეყნის მასშტაბით საგზაო მიმართულებების კარგად ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა, ხოლო C და D კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს მუზეუმში მიმდინარე საქმიანობისთვის მოთხოვნილი და აუცილებელი სატრანსპორტო მომსახურება საქართველოს მასშტაბით;
** კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების რეგულარული შემოწმება მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად;
** დროულად მოახდინოს ხელმძღვანელის ინფორმირება სატრანსპორტო საშუალების
დაზიანებასა და საწვავის დროულად მომარაგებასთან დაკავშირებით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათისა ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
ანაზღაურება: 1250 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ძირითადად ქ.თბილისი შოთა რუსთაველის გამზირი №3, ხშირად საქართველოს მასშტაბით მივლინებები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge
გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|