Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=684023&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სამკაულების საცალო ქსელი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
სამკაულების საცალო ქსელი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. ახალი ობიექტისთვის, კერძოდ თბილისის ცენტრალურ უბანში სავაჭრო ცენტრში განთავსებული სტენდისთვის, კომპანია ეძებს გაყიდვების კონსულტანტებს, რომლებიც იმუშავებენ ცვლაში და საჭიროებისამებრ ერთდროულად.

სამუშაო მოვალეობების აღწერა:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის დემონსტრაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის გაყიდვა, შეფუთვა, მომხმარებელთან ანგარიშსწორება
** მაღაზიის დახლებზე პროდუქციის განთავსება
** პროგრამაში ინფორმაციის შეტანა და ჩანაწერების წარმოება
** პროდუქციის მარაგების კონტროლი
** სალაროს კონტროლი
** სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება
** ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულება კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესის/სტანდარტის მიხედვით
** კომპანიის გუნდისთვის დაკვირვებებისა და იდეების გაზიარება კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე
** საჭიროებისამებრ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
** სადღესასწაულო და სააქციო პერიოდებში ზეგანაკვეთური (ანაზღაურებადი) დროით მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული უნარები
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომის ხარისხზე და შედეგზე ორიენტაცია

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილს წარმოადგენს თანამედროვე კეთილმოწყობილ სავაჭრო ცენტრში 2m x 2m ზომის კვადრატული სტენდი
** ხუთი ან ექვსდღიანი სამუშაო გრაფიკი, არაუმეტეს კვირაში 45 საათისა
** ობიექტის სამუშაო საათებია დილის 10:00-დან საღამოს 22:00-მდე, შესაბამისად ამ დროის მანძილზე მოხდება ცვლების გადანაწილება კონსულტანტებს შორის
** ყოველთვიური ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარის ოდენობით კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე, ასევე ცვლადი დამატებითი ანაზღაურება (ბონუსი), რომელიც დაითვლება გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: ngconsultservice@gmail.com

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

ბოლო ვადა: 1 დეკემბერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია