Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683984&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
"New Life Holding" 2008 წელს დაარსდა საქართველოში და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე. "New Life Holding" უკვე დაეხმარა 11 000-ზე მეტ წყვილს მშობლის როლის მიღებაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პერსონალს, რომლებიც ზრუნავენ თითოეული ოჯახის წარმატებაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემასა და ეფექტურ საბონუსე სქემას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** Fitpass-თან პარტნიორობას;
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას;
** რეალურ შესაძლებლობას კარიერული განვითარებისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ.;
** გრაფიკი: 12:00-22:00 სთ, კვირაში 5 დღე (დასვენების დღეები: ორშაბათი-სამშაბათი);
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1800-2000 ლარი + მაღალი ბონუსი;

ორგანიზაციის მუდმივი ზრდისა და განვითარებიდან გამომდინარე ვეძებთ გუნდის წევრს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** პოტენციური მომხმარებლების (პაციენტების) მოძიება, სოციალურ მედიაში შემოსული ლიდების გენერირება: პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და კომუნიკაცია სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით (ზარი, სოც. მედია, ელ. ფოსტა);
** კომპანიის სერვისებზე/პროდუქტებზე სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და პოტენციური მომხმარებლების შესაბამისი დაკვალიანება;
** ⁠⁠ურთიერთობების მართვა: ახალ და არსებულ მომხმარებლებთან ძლიერი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება მათი მაღალი დონის მომსახურებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფით;
** მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების პროცესის დასრულება კვოტების შესრულების მიზნით;
** მომხმარებლებთან მუდმივ კონტაქტზე ყოფნა და გაყიდვების ნაკადის მართვა;
** კომპანიის პროდუქტებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობის შენარჩუნება;
** ⁠გაყიდვების ადმინისტრირება: მომხმარებელთა ურთიერთობისა და გაყიდვების აქტივობების ზუსტი ჩანაწერების შენახვა ინტრანეტ სისტემაში და გაყიდვების შედეგების შესახებ ანგარიშების/რეპორტების შექმნა.

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების ან/და გაყიდვების სფეროში (სასურველია სამედიცინო ან მსგავს სფეროში);

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ენერგიულობა, გაყიდვების უნარის ქონა;
** შედეგზე ორიენტირებულობა და თვითმოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ემპათიის უნარი და მოქნილობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@newlifegeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"New Life Holding" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია