Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683982&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"New Life Holding" 2008 წელს დაარსდა საქართველოში და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე. "New Life Holding" უკვე დაეხმარა 11 000-ზე მეტ წყვილს მშობლის როლის მიღებაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პერსონალს, რომლებიც ზრუნავენ თითოეული ოჯახის წარმატებაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** Fitpass-თან პარტნიორობას;
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას;
** რეალურ შესაძლებლობას კარიერული განვითარებისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ.;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 სთ ან 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 4500 ლარიდან (გამოცდილების და შესაბამისობის მიხედვით);

ორგანიზაციის მუდმივი ზრდისა და განვითარებიდან გამომდინარე, ვეძებთ გამოცდილ ტალანტს HR მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** კომპანიის ადამიანური კაპიტალის მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და აღსრულება;
** ტალანტების მოზიდვა, შერჩევა და ონბორდინგის პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცესების (შვებულება, ბიულეტენი, ხელფასი და ა.შ.) მართვა;
** HR დოკუმენტების და პროცესების შესაბამისობა შრომის კოდექსთან და შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან;
** კომპანიის მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მხარდაჭერა და გუნდურობის გაძლიერება.
** სხვადასხვა სახის რეპორტის შექმნა და ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HR მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში (ჰოსპიტალი, კლინიკა ან სამედიცინო სერვისები);
** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (საუბარი, წერა);
** სასურველია Self.hr სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ინიციატივიანობა;
** ემპათიურობა, მოქნილობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: irinetch@newlifegeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"New Life Holding" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია