|
დასახელება:
ელექტროობა/ სუსტი დენების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
** დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
** ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტროობა/ სუსტი დენების ინჟინრის პოზიციაზე. (Senior Engineer)
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
ელექტრო და სუსტი დენების ინჟინერის ძირითადი მოვალეობები:
პროექტირება და ტექნიკური დოკუმენტაცია:
** ელექტრო და სუსტი დენების სისტემების (ELV) სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება
** ნახაზების კორექტირება ტექნიკური დავალებებისა და ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** პროექტის შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის — სქემების, სპეციფიკაციების, BOQ-ის — შედგენა და განახლება
** ნახაზებზე სწორი ტექნიკური მონაცემების დატანა (Load schedule, single line diagrams, device layout და სხვ.)
** ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა
** მჭიდრო კომუნიკაცია HVAC, Plumbing, Fire Life Safety, Architectural და Structural გუნდებთან
** პროექტის კოორდინაციულ შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური საკითხების შეთანხმება
** სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ზედამხედველობა
** სამუშაოების გადაცემა/მითითება საინსტალაციო ჯგუფისთვის და პროცესის მონიტორინგი
** სამუშაოების შესრულების კონტროლი დამტკიცებული ნახაზებისა და სპეციფიკაციების მიხედვით
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და მიღება-ჩაბარება
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და პრობლემების ოპერატიული მოგვარება
** ტექნიკური მხარდაჭერა და ანგარიშგება
** ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა პროექტირების და მონტაჟის ეტაპებზე
** ხელმძღვანელობის ინფორმირება მიმდინარე, დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ
** პროექტის ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება
** სხვა დავალებები
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან ტექნიკური დეტალების შეთანხმება (აუცილებლობის შემთხვევაში)
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ელექტროობის ან ტექნიკური განხრით
** AUTOCAD-ის საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია REVIT-ის ცოდნა)
** ანალოგიურ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (3 დან-5 წლამდე)
** ინგლისური (საკომუნიკაციო დონე) ტექნიკური ტერმინოლოგიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
პროფესიული უნარები:
** ტექნიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწავლის სურვილი და უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** მოტივირებული
** მიზანდასახული
** პასუხისმგებლობიანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი -10:00-19:00; 09.00-18:00.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|