|
დასახელება:
plumbing -ის ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
** დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
** ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობა/ plumbing -ის ინჟინრის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
პროექტირება და ტექნიკური დოკუმენტაცია:
** Plumbing სისტემების (cold/hot water, drainage, sewage, stormwater, water supply, pumps, grease traps, sanitary fixtures) სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება
** ჰიდრავლიკური გათვლების შესრულება (pipe sizing, pump head calculation, drainage capacity)
** ნახაზების კორექტირება ტექნიკური დავალებებისა და ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ტექნიკური დოკუმენტაციის -სქემების, სპეციფიკაციების, BOQ-ის მომზადება და გადამოწმება
** ნახაზებზე აუცილებელი ტექნიკური მონაცემების დატანა (flow rates, pipe diameters, slopes, equipment schedule)
ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა:
** მჭიდრო თანამშრომლობა Electrical, HVAC, Fire Life Safety, Architecture და Structural გუნდებთან
** სხვადასხვა სისტემებთან კოორდინაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული სისტემებს შორის კონფლიქტი (clash detection)
** კოორდინაციულ შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური საკითხების შეთანხმება
სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ზედამხედველობა:
** Plumbing საინსტალაციო ჯგუფისთვის სამუშაოების გადაცემა და შესრულების კონტროლი
** მასალებისა და მოწყობილობების შესაბამისობის შემოწმება ნახაზებთან და სპეციფიკაციებთან
** მილსადენების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მონტაჟის ხარისხის შემოწმება
** ობიექტზე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების დროული მოგვარება
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება
** უსაფრთხოების და ნორმების (IPC, BS, EN) დაცვაზე მეთვალყურეობა.
ტექნიკური მხარდაჭერა და ანგარიშგება:
** ტექნიკური საკითხების მოგვარება პროექტირების, მონტაჟისა და გაშვება-დარეგულირების პროცესში
** ხელმძღვანელობის ინფორმირება მიმდინარე, დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ
** შუალედური და საბოლოო ტექნიკური ანგარიშების მომზადება
** სისტემების ტესტირება (pressure test, leak test, flushing, disinfection) და კომისიონირების პროცესში მონაწილეობა.
სხვა ფუნქციები:
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** მომწოდებლებთან, ქვეკონტრაქტორებთან და ტექნიკურ წარმომადგენლებთან ტექნიკური დეტალების შეთანხმება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს სფეროში 0.5-1 წლიანი გამოცდილება;
** MEP პროექტების და HVAC სისტემების მართვის მიმართულებით გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პროფესიული უნარები:
** ორგანიზებულობა,
** ტექნიკური ანალიზის უნარი,
** გუნდური მუშაობა,
** სისწრაფე,
** დისციპლინა,
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|