Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683843&print=yes&view=jobs
 
სარემონტო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: რენოვორქსი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
შპს "რენოვორქსი" ქმნის სრულ შიდა სარემონტო სამუშაოებსა და ინტერიერის დიზაინს. კომპანია 2017 წლიდან ფუნქციონებს და შესაძლებლობას აძლებს მომხმარებლებს მათი საოცნობო სახლი რეალობად აქციოს.

შპს "რენოვორქსი" აცხადებს ვაკანსიას სარემონტო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკური და სწრაფად განვითარებადი სამუშაო გარემო;
** პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და გუნდურ სამუშაო გარემო.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
** აუცილებელია საკუთარი ატომობილის ყოლა და B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდის ეფექტურად მართვა: სამუშაოების დაგეგვა, დედლაინების მართვა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, ეფექტური უკუკავშირის გაცემა, თანამშრომლების მოტივირება და მათ ჩართულობაზე ზრუნვა, თანამშრომლების გაერთიანება და გუნდურობის შენარჩუნება, ყოველდღიური შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება გუნდის წევრებთან, კორპორატიული კულტურის განვითარება, პრობლემების დროული იდენტიცირება, მათი მოგვარება და პრევენცია, გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა.
** მომხმარებლის მომსახურება და მხარდაჭერა: შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესახებ მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება (ჩასატარებელი სამუშაობის შესახებ, დედლაინებისა და სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული მასალების შესახებ), მომხმარებელთან ერთად ფართის დიზაინის დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დახმარება, მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა, კონსულტირება და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის შესაბამის დოკუმენტში ასახვა, აღნიშნული დოკუმენტის კლიენტისთვის გაცნობა და საბოლოო შეთანხმების გაფორმება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება და მფლობელისთვის წარდგენა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: renoworks.geo@gmail.com და სათაურის ველში "სარემონტო ობიექტის მენეჯერი"

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "რენოვორქსი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.

შპს "რენოვორქსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია