|
დასახელება:
ფინანსური რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბკ ჰოლდინგ
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
"ბკ ჰოლდინგი" აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".
"ბკ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (განიხილება ბოლო კურსის სტუდენტიც)
** სასურველია მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა და მათი ანალიზი
** ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის გარე აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მიწოდება;
** რეპორტების, პრეზენტაციებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და ანალიზი;
** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება/ანგარიშგების მომზადება;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@bkholding.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, არაუგვიანეს 8 დეკემბრისა.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|