Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683816&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: გამა-გ
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს "გამა-გ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (დღის განმავლობაში 1 საათი შესვენება)
მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22 (ფონიჭალა)
ანაზღაურება: 1600 ფიქსირებული გამოსაცდელი პერიოდის მანძილზე (1 თვე), გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ფიქსირებული 2000 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/გადათვლა/დასაწყობება/პროგრამაში ასახვა;
** გაყიდული/შეკვეთილი პროდუქციის მომზადება და შესაბამის ობიექტებზე გადამისამართება/პროგრამაში ასახვა;
** პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება. რეალური და ბუღალტრული ნაშთის სისწორის უზრუნველყოფა;
** დაბრუნებული მასალების აღრიცხვა დასაწყობება/პროგრამაში ასახვა;
** ნაშთების კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა;
** პასუხისმგებლობის აღება ჩაბარებულ ნაშთებზე;

მოთხოვნები:

** Microsoft office - პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა Fina- ში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს და კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: cleanshopge@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე:599 384 343. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 07 დეკემბერი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "გამა-გ"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია