Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683813&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Argos Consulting
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
"Argos Consulting" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

"Argos Consulting" არის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2012 წლიდან საქმიანობს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ეხმარება ბიზნესებს საკანონმდებლო მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევაში.

https://www.argos.ge

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200 - 1700 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით

დასაქმებული უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ სასტუმროებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რისკების იდენტიფიკაციასა და მართვას.

ვეძებთ კანდიდატებს, რომელთაც სურვილი აქვს განვითარდნენ ჰორეკა სექტორში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office-ის, Word, Excel, Powerpoint სრულყოფილად ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია სასტუმროში (ჰორეკა სექტორში) მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია შრომის უსაფრთხოების კუთხით გამოცდილება;
** სასურველია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ან სტუდენტი ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების სპეციალობით;

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების დოკუმენტაციის წარმოება;
** ობიექტის მენეჯმენტის ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შინაგანაწესების შესაბამისად წარმოების შესახებ;
** ობიექტის მენეჯმენტის მიერ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის სწორედ წარმოების კონტროლი/მონიტორინგი;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების შესახებ დოკუმენტაციის წარმოება;
** წარმოებული დოკუმენტაციის დაფაილება, შენახვა, დაარქივება და შენახვისა და განახლების ვადების კონტროლი;
** რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის კონტროლის მიზნით;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** რეპორტინგის წარმოება შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: info@argos.ge. სათაურში მიუთითეთ: "ადმინისტრაციული ასისტენტი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "Argos Consulting".

გაცნობებთ, რომ "Argos Consulting"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია