Робота для біженців з України
ობიექტების დაცვის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტების დაცვის უფროსი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 140 - მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000 მდე მეტ თანამშრომელს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას ობიექტების დაცვის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სტანდარტული 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (NET);
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტების დაცვის სამსახურის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და კონტროლი;
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა ობიექტებზე;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების რისკების შემცირებისა და პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
** ინციდენტების განხილვა, დოკუმენტირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან სხვა დავალებების შესრულება და რეპორტის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების/დაცვის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** დაცვის პროცესების, უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ოპერაციული მართვის კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (MS Excel).
** სასურველია ძალოვან უწყებებში გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის მართვის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე