Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683775&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის ასისტენტი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** ლოგისტიკური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების ERP სისტემაში, დადგენილი წესის შესაბამისად, რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** ლოგისტიკის ოპერატორების სამუშაოს კონტროლი და პროცესის სრული მხარდაჭერა საჭიროების შესაბამისად;
** საწვავის ლიმიტების და საწვავის ბარათების ადმინისტრირება და შემდგომი კონტროლი;
** GPS სისტემის მოწყობილობების აღრიცხვა და კონტროლი;
** ლოგისტიკის დეპარტამენტის სხვადასხვა რეგულარული რეპორტების მომზადება;
** ლოგისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიწოდება სისტემიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** 1C/ERP სისტემების ცოდნა;
** MS Office;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია