Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683747&print=yes&view=jobs
 
მძიმე ტექნიკის გაყიდვების სპეციალისტი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძიმე ტექნიკის გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.

"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანია ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

პოზიციის დასახელება: მძიმე ტექნიკისა და ავტონაწილების გაყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ზესტაფონი, სოფ. არგვეთა
ანაზღაურება: 1000 Net + ბონუსი (3 თვეში - 1200₾ + ბონუსი)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და ფორმირება;
** პროდუქციის და სერვისების შესწავლა, აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
** მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე განხრით);
** საწევარა და სადისტრიბუციო მძიმე ტექნიკის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენა - B1 დონე;
** რუსული ენა - B2 დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა: https://shorturl.at/ZmWM2 ან გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ავტონაწილების გაყიდვების ოპერატორი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია