სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური პერსონალის, დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N28;
სამუშაო განრიგი ორშაბათი-პარასკევი, 12:00 - 18:00.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სამუშაო ოთახების დასუფთავება (იატაკი, მაგიდები, თაროები);
** სველი წერტილების დასუფთავება;
** სამზარეულოს დასუფთავება;
** სანაგვე ურნების გასუფთავება ნარჩენებისგან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დიასახლისის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge
ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე: 577 311 319
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|