|
დასახელება:
HR-ის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ბლექ სი პეტროლიუმი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
შპს "ბლექ სი პეტროლიუმი" აცხადებს ვაკანსიას HR-ის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სოფელი ყულევი, ქ. ფოთთან ახლოს. (ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა პერსონალური ფაილების მომზადება და განახლება;
** პერსონალის ბაზის წარმოება (Excel / HR პროგრამებში);
** ახალი თანამშრომლების დოკუმენტაციის მომზადება და კონტრაქტების გაფორმებაში დახმარება;
** თანამშრომელთა დასწრების, შვებულებების და დანაკარგების აღრიცხვა;
** სარეესტრო და საკადრო დოკუმენტების არქივაცია;
** კომპანიის შიდა კომუნიკაციაში ჩართულობა (განცხადებები, შიდა მიმოწერა და ა.შ.);
** კანდიდატებთან კომუნიკაცია (გადმოსაგზავნი დოკუმენტები, ინტერვიუს შეთანხმება და სხვ.);
** რუსულენოვან დოკუმენტაციასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება;
** საოფისე პროგრამების გამოყენება დოკუმენტაციის, ანგარიშების და პრეზენტაციების მოსამზადებლად.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება სამუშაოს ფარგლებში;
სავალდებულო მოთხოვნები
** რუსული ენის ცოდნა — აუცილებელია
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტში, ადმინისტრირებაში ან HR-ში);
** საოფისე პროგრამების (MS Office, Google Workspace და სხვ.)
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის წევრად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი ბენეფიტი
** დაზღვევა
** კვება
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Hr@bsp.com.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|