|
დასახელება:
ბრენდ მენეჯერი/B2B ბიზნეს განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Art Space Academy
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
"Art Space Academy" — უკვე 4 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე.
ამჟამად ვფლობთ 6 მოქმედ ფილიალს.ჩვენ ვასწავლით დაპატენტებული, უნიკალური და თანამედროვე მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს როგორც მოდის ესკიზების, ასევე კერვა-კონსტრუირების სრულყოფილ სასწავლო პროგრამებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის/B2B ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
** საგანმანათლებლო ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა და განხორციელება.
** ორგანიზაციის სოლიდური იმიჯის ჩამოყალიბება — სტანდარტების, ვიზუალური სტილის და მართვა.
** ბრენდის პორტფოლიოს და მომსახურებების სწორი პოზიციონირება ბაზარზე.
** საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციის სტანდარტების შემუშავება.
** შეთანხმებების გაფორმება სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, წრეებთან, კულტურულ ინსტიტუტებთან.
** თანამშრომლობის და ერთობლივი პროგრამების შექმნა ხვა სასწავლო დაწესებულებებთან.
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების წარდგენა, მოლაპარაკებების წარმართვა.
** პარტნიორების ბაზის გაფართოება და სტრატეგიული ქსელების ჩამოყალიბება.
** საგანმანათლებლო ბენეფიციარების მოზიდვის სტრატეგიის დაგეგმვა.
მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (სასურველია: განათლების მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება, საზოგადოებასთან ურთიერთობები).
** მინ. 3-5 წლის გამოცდილება განათლების სექტორში, ბრენდის ან ხარისხის მართვაში.
** B2B გაყიდვების გამოცდილება, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, სკოლები, წრეები, უნივერსიტეტები.
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პრეზენტაციის უნარები.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. 40 საათი.
სამუშაოს მდებარეობა: თბილისი
რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: art.space.academy.2020@gmail.com
Facebook https://www.facebook.com/Artspacetato
Instagram https://www.instagram.com/artspaceacadmy/
|
|
|
|