Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683679&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, მინდელის ქ. #3

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტრაქტორების მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვების ანალიზი და დეტალური შეფასება;
** შენობების ეფექტიანი ხარჯთმოდელების შემუშავება და სტანდარტიზება (საწყობები, მაღაზიები და სხვა);
** პროექტში ჩართული საპროექტო, საინჟინრო თუ სხვა სამუშაოების განმახორციელებელ შესაბამის გუნდებთან ერთად ხარჯების ოპტიმიზაცია;
** შესასყიდი დანადგარების/მასალების შესყიდვის სტრატეგიის შემუშავება (კონტრაქტის ტიპების (FIDIC, D&B, CM) განსაზღვრა;
** სატენდერო დოკუმენტაციის, სამუშაოების მოცულობის ცხრილების (BoQ) და წინასწარი თვითღირებულებების მომზადება;
** ტენდერის პროცესის მართვა და შემოსული წინადადებების სიზუსტისა და შესაბამისობის მიხედვით შეფასება;
** ხარჯებისა და დაგეგმილი თვითღირებულების კონტროლის მექანიზმების შემუშავება;
** პროექტის ბიუჯეტის, ყოველთვიური ანგარიშგების, პროგნოზების და ფულადი ნაკადების/ხარჯების ანალიზი;
** კონტრაქტორის (ების) მიერ წარმოდგენილი შუალედური შესრულებების (IPC) გადახდის მოთხოვნების, ცვლილებების მართვა;
** ხარჯების აუდიტი და ნებისმიერი ცვლილებების დოკუმენტური უზრუნველყოფა, რომელიც კავშირშია ხარჯებთან;
** დაგეგმვის, შესყიდვებისა და ზედამხედველობის გუნდებთან ჩართულობა და კოორდინაცია ფინანსური რისკების შესამცირებლად;
** პროექტის რეალური ხარჯების გაანალიზება და შემაჯამებელი ფინანსური ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მათემატიკის, ბიზნესის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მშენებლობის მიმართულებით;
** მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება ხარჯების მართვაში, სასურველია დამკვეთის წარმომადგნლის ან სამშენებლო მენეჯმენტის ორგანიზაციაში;
** სასურველია FIDIC-ის ან საერთაშორისო სამშენებლო კონტრაქტებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ხარჯების მართვის პროგრამების (CostX, Candy, BIM 5D) ცოდნა.

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 დეკემბერი, 2025 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია