|
დასახელება:
პროექტ მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ოქსონ სოლუშენსი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
|
შპს "ოქსონ სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2, მზიური ბიზნეს ცენტრი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმა-გრაფიკების აწყობა MS Project -ში, პროექტის მენეჯერთან და ობიექტის გუნდთან ერთად;
** გეგმა გრაფიკების მონიტორინგი - პროექტის შესრულების ვადების კონტროლი, განახლება კვირის ჭრილში და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** სამშენებლო პროცესში მიმდინარე ღია საკითხების აღრიცხვა, მათი თავმოყრა, პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა და მონიტორინგი, აღნიშნული ფაილის განახლება;
** პროექტის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში
სავალდებულო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
** MS Project პროგრამის ცოდნა
დამატებითი ბენეფიტი: დაზღვევა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: Hr@bsp.com.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|