Робота для біженців з України
Software Functional Testing-უფასო ონლაინ ტრენინგი/სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Software Functional Testing-უფასო ონლაინ ტრენინგი/სტაჟირება
მომწოდებელი: EPAM Campus
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
"EPAM Campus" გთავაზობთ უფასო სასწავლო პროგრამებს და სტაჟირებას Software Functional Testing-ის მიმართულებით.

1. Software Functional Testing Trainee

"EPAM Campus" აცხადებს მიღებას Software Functional Testing-ის უფასო ონლაინ ტრენინგზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ხარისხის უზრუნველყოფის (QA) სფეროთი და სურს საფუძვლიანი ცოდნის მიღება პროგრამული ტესტირების მიმართულებით.

კურსი მოიცავს ტესტირების ძირეულ პრინციპებს, მოთხოვნების ანალიზს, ტესტების დაგეგმვასა და ტესტკეისების შექმნას, რისი მეშვეობითაც შეიძენთ ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებით განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

გსურთ, გაიგოთ, როგორ უმჯობესდება პროგრამული უზრუნველყოფა ტესტირების მეშვეობით?

გაეცანი პროგრამის დეტალებს ინგლისურად და დარეგისტრირდი დღესვე: https://epa.ms/ge-sft-jg25f

2. Software Functional Testing Intern

"EPAM Campus" აცხადებს მიღებას Software Functional Testing-ის სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის რეალურ ბიზნეს გარემოში განავითაროს საკუთარი უნარები და იმუშაოს ინდუსტრიის ექსპერტების მენტორობით. ეს შესაძლებლობა მოგცემთ ცოდნის ამაღლებას, პროფესიული უნარების გაუმჯობესებას ხარისხის უზრუნველყოფის (QA) სფეროში და, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, "EPAM"-ში დასაქმების შესაძლებლობას.

გაეცანი პროგრამის დეტალებს ინგლისურად და დარეგისტრირდი დღესვე: https://epa.ms/ge-sft-jg25s
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე