|
დასახელება:
გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 21 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თეთრიწყარო
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებისამებრ
ბოლო ვადა: 30.11.2025
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის პოზიციაზე;
** სასურველია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციაში არსებული გაიდლაინების, პროტოკოლების და ინსტრუქციების შესაბამისად, პაციენტისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ინდივიდუალური სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების განსაზღვრა/ჩატარება;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის წარმოება, მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების პროტოკოლებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|