Робота для біженців з України
საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (GIU) აცხადებს ვაკანსიას — საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები და კომპეტენციები:

** უცხოელი სტუდენტების სასწავლო-ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანად მართვა;
** უცხოელი სტუდენტების სასწავლო და საგამოცდო ცხრილების მომზადება, კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან;
** შესაბამისი წარდგინებების პროექტების მომზადება სტუდენტთა სტატუსის შეჩერება/აღდგენა/გამოცდებზე დაშვების შესახებ;
** უცხოელი სტუდენტების მოძრაობის მონიტორინგი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
** უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სტუდენტთა კონსულტირება მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე;
** თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან სტუდენტური ვიზების, დოკუმენტებისა და სტატუსის საკითხებზე;
** ანგარიშგება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან აკადემიური პროცესების მიმდინარეობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების ადმინისტრირება, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები ან თან მსგავსი მიმართულება);
** აკადემიურ ან ადმინისტრაციულ საქმიანობაში გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის და საბაზისო ადმინისტრაციული სისტემების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** ძლიერი ორგანიზების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
** გუნდურ და მრავალკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებისადმი;
** მრავალფეროვან და დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი.

განაცხადის წარდგენის პროცედურა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე/CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ მისამართზე: hr@giu.edu.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე