Робота для біженців з України
მღებავი - ავეჯის საწარმო - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მღებავი - ავეჯის საწარმო
მომწოდებელი: ოპ-არტი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
ავეჯის საწარმო "ოპ არტი" აცხადებს ვაკანსიას ნატახტარში მღებავის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ზუსტ, პასუხისმგებლობიან და გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება ავეჯის შეღებვისა პროცესში.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ავეჯის შეღებვასა და დასრულების სამუშაოებში.
** ცოდნა საღებავების ტიპებში, ზედაპირის მომზადების ტექნიკაში.
** ტექნიკური უნარები, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდში მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა და დისციპლინა.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სრული განაკვეთი - 40 საათი კვირაში
** ანაზღაურება: 2000₾-3000₾

"ოპ არტი" - სივრცე, სადაც ხარისხი და ესთეტიკა ერთმანეთს ხვდება.

რეზიუმეს გაგზავნა და პერსონალური მონაცემები:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: kh.devidze@op-art.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მღებავი".

ელ. ფოსტაზე CV-ის გაგზავნით, კომპანია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ("მონაცემები") მოცემული ვაკანსიის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე