|
დასახელება:
აფთიაქის საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სრული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 980 ლარი გადასახადებისა და გადასახდელების გარეშე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში ფარმაცევტის მიერ, რაოდენობრივად გადამოწმებული და დადასტურებული გადასასხმელი ხსნარების და სხვა, (ელექტროლიტები და სხვა მოცულობითი მედიკამენტები) შეკვეთების მიღება;
** ფარმაცევტის ზედამხედველობის ქვეშ, განყოფილებების მოთხოვნების შესაბამისად, ხსნარების და სხვა საწყობში არსებული მედიკამენტების გაცემისთვის მომზადება. ასევე, მათი მიწოდება დანიშნულების ადგილზე. გამოუვალი მდგომარეობის და დატვირთული რეჟიმის შემთხვევაში, შეკვეთის მიწოდება განხორციელდება რეინჯერის მეშვეობით;
** საწყობში წესრიგის დაცვა. მედიკამეტების განთავსება (მარკირების მიხედვით) შესაბამისი განყოფილების თაროზე ყველა არსებული წესის დაცვით;
** მედიკამენტების ამოლაგება და ჩაშლა პლასტმასის კონტეინერში. მათი განთავსება მედიკამენტის დასახელების შესაბამისად მარკირებულ თაროზე. საწყობში აკრძალულია მუყაოს ყუთით მედიკამენტების განთავსება;
** პროდუქტის კონტეინერში განთავსებამდე, მათი სათითაოდ დაბარკოდება. იმ მედიკამენტების მარკირება, რომელიც გაწერილი წესის მიხედვით საჭიროებს სპეციალურ მარკირებას (რისკის, მსგავსი და ა.შ. სტიკერ (ით)ებით);
** აფთიაქის მარაგის შესავსებად, საწყობიდან ხსნარების და სხვა მედიკამენტების გამოტანა, ფარმაცევტის ზედამხედველობის ქვეშ;
** დროის შესაბამისად, მხოლოდ ფარმაცევტთან შეთანხმებით, აფთიაქის თანამშრომლების დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 1 წლიანი გამოცდილება (პრიორიტეტად ჩაითვლება ფარმაცევტულ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის უნარი
** სხარტად აზროვნების უნარი
** წინასწარ დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წესრიგის დაცვა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|