|
დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
საგა იმპექსი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
კომპანიის შესახებ:
შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. საგა იმპექსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.
პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, დ.უზნაძის 78
სამუშაო გრაფიკი: სრული
10:00-18:00 საათამდე. 1 დღე დასვენება, 1 მოკლე დღე
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება სტანდარტის დაცვით;
** პრობლემებზე დროულად რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
** მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა, დამუშავება;
უნარები:
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
** აქტიურობა, სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა.
ენები:
** ქართული სრულყოფილად, ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)
პროგრამები:
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
დამატებითი სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე:hr@saga.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|