Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

"ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და ჩინეთიდან.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 4

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
განაკვეთი: სრული 10:00 - 19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ხელზე ასაღები 800 ლარი

საქმიანობის აღწერა:

** საწყობში ამანათების მიღება და შესაბამის თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლის მხრიდან ამანათის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, მოძიება წინასწარ განთავსებულ თაროზე და მისი გაცემა;
** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: s.chkhikvadze@boxette.ge; გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე