Робота для біженців з України
მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1200 (NET)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 -18:30
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგის დეპარტამენტის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის კონტენტის მართვა — სიახლეების, აქციებისა და პრომო კამპანიების ატვირთვა და განახლება;
** სოციალური მედიის გვერდების მონიტორინგი;
** მარკეტინგულ აქტივობებზე ანგარიშების (რეპორტების) მომზადებასა და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
** მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მარკეტინგი, კომუნიკაციები, ბიზნესის ადმინისტრირება ან სხვა შესაბამისი მიმართულება);
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, მარკეტინგული ანალიტიკის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ზეპირი)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივის გამოვლენისა და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;
** მაღალი მოტივაცია პროფესიული განვითარებისკენ.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ "მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი". რეზიუმე უნდა იყოს ქართულ ენაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე