Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: X Company
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"X company" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ოფისი, თბილისი

გრაფიკი:

** 11:00-17:00 — ოფისიდან
** 20:30-21:00 — სახლიდან

კვირაში 5 დღე

ანაზღაურება:

** ფიქსირებული — 1000₾
** დამატებით — ბონუსები შესრულებული გეგმის მიხედვით
** საშუალო ხელფასი - 1500₾+

ვინა ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ მრავალპროფილური ჰოლდინგი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას — ვიტამინები, სათამაშოები, ონლაინ კურსები და სხვა პროდუქტები. შესაბამისად, გაყიდვების მენეჯერი მუშაობს მრავალფეროვან, საინტერესო და მუდმივად მზარდ პროდუქტებთან.

რას აკეთებ ჩვენს გუნდში?

** დაურეკავ მხოლოდ თბილ ბაზებს — იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან კონკრეტული პროდუქტით დაინტერესებულები
** გააცნობ ინფორმაციას შეთავაზებაზე და დაეხმარები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
** უპასუხებ კითხვებს და განახორციელებ სარეკომენდაციო გაყიდვებს
** წარადგენ ყოველდღიურ/კვირეულ ანგარიშებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება გაყიდვებში ან კლიენტებთან კომუნიკაციაში
** გამართული და ეფექტური კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა და სტრესისადმი რეზისტენტობა
** სწრაფი ადაპტაცია, სწავლისა და განვითარების სურვილი

რას გთავაზობთ?

** სტაბილური ანაზღაურება + ბონუსები
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
** მზარდ კომპანიაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** მრავალფეროვანი პროდუქტები, რომლებზეც მუშაობა უფრო მარტივს და საინტერესო გახდის პროცესს

თუ გსურს განვითარდე გაყიდვებში და იმუშაო მზარდ და პროგრესულ კომპანიაში — გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@consultingx.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე