|
დასახელება:
ასისტენტ-აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
ნიკორა
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge
სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ-აუდიტორის პოზიციაზე შიდა აუდიტის სამსახურში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ალ.მრევლიშვილის 2, ნაძალადევი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შიდა აუდიტის სტრატეგიის, წლიური და ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** შიდა აუდიტის პროცესში რისკების იდენტიფიცირებისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა.
** შიდა აუდიტის ობიექტის პროცესების აღწერა;
** შიდა აუდიტის ობიექტის კონტროლების ტესტირება;
** შიდა აუდიტის ობიექტისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა აუდიტის ანგარიშისა და პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** შიდა აუდიტის სამუშაო ფაილების მოწესრიგება და დაარქივება;
** შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამაში მონაწილეობის მიღება;
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, აუდიტის მიმართულებით;
** IFRS და IAS სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორას" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
სს "ნიკორა" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
|
|
|
|