Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683521&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს ანალიტიკოსი/პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი/პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
ვაკანტური პოზიციის დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი/პროექტ მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი; პარასკევი - 10:00 - 17:00

15 წელზე მეტია, "თიბისი ფეი" ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად.

"თიბისი ფეის" საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. "თიბისი ფეის" ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000- ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი https://www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები:

1. ბიზნეს ანალიტიკოსი:

** სხვადასხვა დამკვეთისგან ფუნქციონალური/ტექნიკური მოთხოვნების მოგროვება და ანალიზი;
** ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე ტექნიკური ამოცანების მომზადება, დოკუმენტაციების მომზადება და დიაგრამების დახატვა;
** მიმართულების ფარგლებში სისტემის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სისტემის ახალი მოდულების დანერგვის ან მოდიფიკაციის პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** სისტემის მომხმარებლების ფუნქციონალური მხარდაჭერა, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი, ოპერატიულად და მიზანმიმართულად მათი გადაჭრა;
** მომხმარებლების სახელმძღვანელოების/მანუალების მომზადება და ტრენინგების ჩატარება;
** კომპანიის დირექტორის/უშუალო უფროსის მიერ დაკისრებულ დამატებითი ამოცანების და დავალებების შესრულება;

2. პროექტ მენეჯერი:

** ბიზნეს საჭიროებებისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** გუნდის შიდა და გარე კომუნიკაციების მართვა, პროექტის პროგრესის ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
** დეველოპერების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** პროექტის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** კვარტალური პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი). სასურველია ტექნიკური მიმართულებით (კომპიუტერული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა.)
** პროექტის მართვის მეთოდოლოგიების ცოდნა (Agile, Scrum);
** ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის და მართვის გამოცდილება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ტექნიკური პროექტების მართვაში;
** სასურველია გამოცდილება ფინტეკ ან საბანკო სფეროში;
** ტექნიკური გუნდების მართვის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** ტექნიკური დეტალების ახსნის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემის სწრაფი და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** მონაცემთა ბაზების საფუძვლიანი ცოდნა;
** დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** ანალიზისა და კრიტიკულად აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბიზნეს ანალიტიკოსი/პროექტ მენეჯერი"

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში

"Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge.

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია