Робота для біженців з України
მეეზოვე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეეზოვე
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტის კამპუსი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
ევროპის უნივერსიტეტის კამპუსი აცხადებს მეეზოვის ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ირინა ენუქიძის N5; (აღმაშენებლის ხეივანი)
** გრაფიკი: 10:00-19:00 საათი, კვირაში 5 დღე.
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

ძირითადი მოვალეობები:

** მცენარეების მოვლა;
** სარწყავი სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ეზოს დასუფთავება;
** ეზოდან და შიდა პერიმეტრიდან ნარჩენების გატანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: hr@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე