|
დასახელება:
პროექტის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ლოკო ალიანსი
|
|
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.
ვალდებულებები:
** ადგილზე ან ონლაინ შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება (მათ შორის განრიგის გადახედვა ცვლილებების შემთხვევაში და მონაწილე მხარეებისთვის შეტყობინება), შეხვედრის თარიღისა და დროის შეთანხმება ძირითადი მონაწილეებთან.
** პროექტთან დაკავშირებული საკითხების ოქმების წარმოება, ამოცანების შესრულებისა და დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ოქმების განახლება.
** პროექტის მონაწილეებისა და შემსრულებლების კოორდინაცია
** დოკუმენტების მართვა: ტექნიკური დავალებების შედგენა კონტრაქტორებისთვის, კონტრაქტების ადმინისტრირება და დასასრულებელი დოკუმენტების შეგროვება.
** მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება, საქმიანობის ფარგლებში.
მოთხოვნები:
** რუსული და ქართული ენების ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება
** მშენებლობის ან რეკონსტრუქციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Project, Asana, Jira, MS Office პროგრამების ცოდნა ან სწავლის სურვილი
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუღურეთი / ვაკე
სახელფასო რეინჯი: 700 - 800$
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე - besmartvacancy@gmail.com
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროექტის ასისტენტი".
|
|
|
|