Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683476&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ენსო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"ენსო ჯგუფი" არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.

ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებსა და წყლის ფილტრაციას.

ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/

ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკური სერვისის მენეჯერის პოზიციაზე რომლის ძირითადი მიზანია ტექნიკური მომსახურების პროცესის ეფექტურად ორგანიზება და მომხმარებლისთვის ოპერატიული და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფა

რა დაგევალებათ? 

** ტექნიკური სერვისის ფარგლებში ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი
** სერვისის შეკვეთების მიღება, ტექნიკურ გუნდისთვის განაწილება და შესრულების ვადების დაცვა
** მომხმარებელთა ტექნიკური საკითხების ოპერატიული მართვა და პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა
** სერვისული სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოება
** მომხმარებელთან კომუნიკაციის მართვა პროგრესის, ვადებისა და შედეგების შესახებ
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადება
** უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ: 

** მინიმუმ 2-4 წლიანი გამოცდილება სერვისის მენეჯერის, სერვისის კოორდინატორის ან მომიჯნავე პოზიციაზე
** ტექნიკური სერვისის გუნდის მართვის გამოცდილება
** სერვისული დავალებების დაგეგმვისა და მონიტორინგის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის, მოლაპარაკების და პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება
** მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (მის. თბილისი, ლიბანის მე-2 ჩიხის მიმდებარედ)

ჩვენ გთავაზობთ: 

** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში)
** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
** კორპორატიულ ნომერს. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ: 

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)  
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები 
** პერსონალური მონაცემების დაცვა 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@ensogroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  

შენიშვნა: 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.   

რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "ენსო ჯგუფის" მიერ კანონმდებლობის შესაბამისად 

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია