Робота для біженців з України
ვიდეოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: პანორამა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. კომპანიის პორტფელი აერთიანებს არქიტექტურულად და ხარისხობრივად გამორჩეულ ათეულობით პროექტს.

პანორამა ჯგუფში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდის და განვითარების დიდ შესაძლებლობას
** საინტერესო სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და კონკურენტულ ანაზღაურებას
** პოზიციის დასახელება: ვიდეოგრაფი
** სამუშაო ადგილი: დისტანციური
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

მოკლე აღწერა:

ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ვიდეოგრაფს, რომელიც პანორამა ჯგუფის მარკეტინგის გუნდთან ერთად შექმნის შთამბეჭდავ ვიზუალურ ისტორიებს, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა მრავალფეროვან პროექტებში და განავითაროს როგორც ტექნიკური უნარები, ასევე შემოქმედებითი ხედვა. შემოგვიერთდი, რათა ერთად გავაცოცხლოთ იდეები!

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ვიდეო და ფოტო მასალის შესაქმნელად;
** ვიდეო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის საჭიროებების გათვალისწინებით;
** კომპანიისთვის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება (სოციალური ქსელებისთვის, სარეკლამო ვიდეოები და სხვა);
** გადაღებული მასალის მონტაჟი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** Adobe Premiere-ის, After Effects-ის ცოდნა;
** DaVinci Resolve-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითობასა და ტექნიკურ უნარებს;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე info@panoramagroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე