|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ნეოფარმი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
კომპანია "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ძირითადი მოვალეობები:
** გუნდის მენეჯმენტი - სამედიცინო წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მათი მომზადება;
** გაყიდვების და საავადმყოფოებში ვიზიტების პროცესის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** საავადმყოფოებში კონფერენციების დაგეგმვა/მართვა;
** გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება);
** ახალი კლინიკების, ობიექტებისა და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება;
** კომპანიისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
** არსებულ საკონტაქტო პირებისთვის კომპანიის ახალი პროდუქციის გაცნობა, პრეზენტაციების და შეთავაზების გაკეთება;
** მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან და წინასწარ დადგენილი გეგმის მიხედვით გაყიდვების უზრუნველყოფა;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან წერილობითი შედეგების ანალიზის და რეპორტინგის გაგზავნა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
** აუცილებელია ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული, ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სატრანსპორტო ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება- "სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.
დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ნეოფარმი+" იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს "ნეოფარმი"-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: hr@neopharmi.ge; ტელ: 577 545 097
შპს "ნეოფარმი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: office@neopharmi.ge; ტელ: 0322 595 790
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.neopharmi.ge/
"ნეოფარმი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|