Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683367&print=yes&view=jobs
 
ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: NEXT
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
კომპანია "Next Property" აცხადებს ქოფირაითერის ვაკანსიას.

Next Property არის ინოვაციური და სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი სტანდარტის, თანამედროვე და არქიტექტურულად გამორჩეულ პროექტებს. ვეძებთ კრეატიულ, პასუხისმგებელ და იდეებით სავსე ქოფირაითერს, რომელიც მზად იქნება შეიტანოს თავისი წილი ჩვენი ბრენდის განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სარეკლამო, მარკეტინგული და საინფორმაციო მასალებისთვის ტექსტების მომზადება
** სოციალური მედიის კონტენტისთვის იდეების გენერირება და ტექსტების წერა
** ბრენდის ტონისა და სტილის დაცვა ყველა არხზე
** კამპანიების კონცეფციების შემუშავება მარკეტინგის გუნდთან ერთად
** პრეზენტაციებისა და ვებ-კონტენტის ტექსტების რედაქტირება
** შემოქმედებითი კონცეფციების ჩამოყალიბება და ბრიფებთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ქართული და ინგლისური წერითი უნარები
** ქოფირაითინგში ან მარკეტინგულ კომუნიკაციებში გამოცდილება
** კრეატიული აზროვნება და უნარი იდეის მოკლედ, მკაფიოდ და ეფექტურად გადმოსაცემად
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი და მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

უპირატესად ჩაითვლება:

** Რუსული ენის ცოდნა
** გამოცდილება დეველოპერულ, საერთაშორისო ან კრეატიულ სააგენტოში
** კონტენტ-სტრატეგიის ან ბრენდინგის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერულ ზრდის შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში
** საინტერესო, დინამიკურ და კრეატიულ პროექტებში ჩართულობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ლოკაცია: თბილისი

თუ ხარ კრეატიული, დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს ტექსტის ძალით ბრენდის შექმნა — გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: a.parjanadze@nextgroup.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია